Radio Mitre-ს წამყვანმა ხორხე ლანატამ განაცხადა, რომ "გალათასარაის" თავდამსხმელის მაურო იკარდის მეუღლეს ვანდა ნარას ლეიკემია დაუდგინდა. ეს ინფორმაცია ნარას რამდენიმე ახლობელმა დაადასტურა.
ოთხშაბათს ნარა მუცლის ძლიერი ტკივილის გამო ბუენოს-აირესში სამედიცინო ცენტრში მივიდა, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იკარდის ნარას სამკურნალოდ იტალიაში გადაყვანა უნდა.