სსრკ-ს და სტალინს ვერ ელევიან - "ზენიტს" შეიძლება ისევ "სტალინეცი" დაარქვან

AutoSharing Option
რუსული საკლუბო ფეხბურთის ამჟამინდელი ფლაგმანი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი კლუბი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი", რომლის სპონსორი "გაზპრომია", 2025 წელს საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს და უნდათ გუნდს სახელი შეუცვალონ.

"ზენიტი" ლენინგრადის მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე შეიქმნა, 1925-1939 წლებში იოსებ სტალინის სახელს ატარებდა - "სტალინეცი". მაშინ ამ სახელწოდების სპორტული საზოგადოებაც არსებობდა და მოსკოვში სტადიონიც და ახლა დისკუსიები მიმდინარეობს ჩრდილოეთის დედაქალაქის გუნდისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნების თაობაზე.

Sportall.Ge

არიან მომხრეები და მოწინააღმდეგეები. მაგალითად, ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამჟამად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ Legalbet-ს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს შეუძლიათ მსგავსი ინიციატივით გამოვიდნენ,
თავად ეს იდეა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და უკეთესი იქნება, თუ "სტალინეცის" სახელწოდებით პრემიერლიგაში სხვა ქალაქის გუნდი გამოჩნდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
სტალინმა აქცია რუსეთი ქვეყნად და მსოფლიო დერჟავად. რა გასაკვირია, რომ ერმა ამ ადამიანს პატივი მიაგოს და სათანადოდ დააფასოს?
ჟორა
22:53 29-07-2023
5
ზუსტად მაგ ჭკუაზე არიან რუსები ქართველის სახელს დაარქმევენ გუნდს. თუ ვინმეს რაიმე განსხვავებული აზრი აქვს შემიძლია ფსონები შემოგთავაზოთ 1-100-ზე, ამ სტატიის ავტორ ბავშვს 1-1000-ს ვთავაზობ.
უვიცი
16:58 29-07-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული