ამხანაგურ მატჩში "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" 3:0 დაამარცხა.
უსმან დემბელემ მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, ვინისიუსს მე-20 წუთზე წონასწორობის აღდგენა შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში 85-ე წუთამდე გოლი აღარ გასულა, მატჩის ბოლოს კი 6 წუთიან მონაკვეთში კატალონიელებმა "ბლანკოსის" კარი 2-ჯერ აიღეს, თავი ფერმინ ლოპესმა (85) და ფერან ტორესმა (90+1) გამოიჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მატჩის სტატუსისა გუნდები ერთმანეთის მიმართ უხეშად თამაშობდნენ, რაზედაც 27 ჯარიმა და 7 ყვითელი ბარათი მოქმედებს.
"ბლაუგრანა" მომდევნო შეხვედრას 2 აგვისტოს, "მილანთან" ჩაატარებს.