ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში მაროკოს ნაკრებმა სამხრეთი კორეა (1:0) დაამარცხა. ჯგუფს 6 ქულით კოლუმბია ლიდერობს და გერმანელებს 3 ქულა აქვთ. შეხვედრა საინტერესო მაროკოელთა 25 წლის ცენტრალური მცველის, ნოუჰალინა ბენ ზინას გამო გახდა. ის პირველი ქალი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე ჰიჯაბით ითამაშა.
ნოუჰალინა მაროკოს არმიის საფეხბურთო კლუბში თამაშობს. თავისი ნიჭისა და თავდადების წყალობით, 2018 წელს ეროვნულ ნაკრებში მოხვდა, მანამდე კი 20-წლამდელებში გამოდიოდა. მაროკოს ნაკრები ჯგუფში გადამწყვეტ მატჩს 3 აგვისტოს, კოლუმბიასთან გამართავს.
ქალთა ფეხბურთი. გერმანიის ჰეგემონია დაემხო, ჩემპიონი ჰოლანდიაა [VIDEO]