მან თავის ნაკრებში უკვე 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ავსტრალიის წინააღმდეგ საასპარეზოდაც ემზადება. ის გახდა ისტორიაში პირველი არაბინარული სპორტსმენი, რომელმაც მუნდიალზე ითამაშა.
ქვინი (დაბადების სახელი რებეკა ქვინი) ამერიკული "რეიგნის" ღირსებას იცავს, იქამდე კი შვედურ "ვიტსიოშიც" ბურთაობდა.