წყაროს ცნობით, სილვა ბასკურ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, "სოსიედადს" კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, სილვა "ლაიპციგმა" 2021 წელს 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში ანდრემ ბუნდესლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, თავი კი 4 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.