ანდრე სილვა კარიერას "სოსიედადში" გააგრძელებს

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი ანდრე სილვა კარიერას "სოსიედადში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სილვა ბასკურ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, "სოსიედადს" კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, სილვა "ლაიპციგმა" 2021 წელს 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში ანდრემ ბუნდესლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, თავი კი 4 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული