"ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია, ერთხელ ვარჯიშზე..." - სირიგუმ "კვარაზე" საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მეკარემ, სალვატორე სირიგუმ, Corriere dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

იტალიის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯის თქმით, კვარაცხელია ვარჯიშებზე წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს და ნამდვილი მონსტრია.

"ჩუკვუეზე და პულიშიჩი? მათზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ "კვარას" შესანიშნავად ვიცნობ.

ერთხელ ვარჯიშზე წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთა. ზოგადად, ვარჯიშებზე უფრო ეფექტურია, ვიდრე უშუალოდ მატჩების დროს. ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია", - განაცხადა სირიგუმ.

შეგახსენებთ, სირიგუ ბოლოს "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.

altსირიგუ: პსჟ-ს ვერატი დატყვევებული ჰყავს

alt

სალვატორე სირიგუ: კარგი მეკარე ვარ, მაგრამ ბუფონი ლეგენდაა
მკითხველის კომენტარები / 8 /
,,ვარჯიშებზე ბევრად ეფექტურია, ვიდრე ზოგადად თამაშებისას,, ეს სიტყვები რაღაცას უნდა ნიშნავდეს მწვრთნელისთვის და თვითონ კვარასთვისაც, თავისი მიზეზი აქვს ამას.
რუსთავი
14:36 02-08-2023
0
ადრეც მითქვამს იმიტომ იტირა სიომინმა ლოკოდან რომ გაყიდეს. რუბინშიც ამბობდნენ და ნაპოლიშიც ოსიმენმაც თქვა. ჩვენ ბევრი არ გვინახავს მისი შესაძლებლობის, ხვიჩას ჯერ მოედანზე არ გადმოუტანია მისი ნახევარიც რაც მას არსენალში აქვს. ამას დრო უნდა, ჯერ მხოლოდ პირველი ''მოკრძალებული'' სეზონი იყო ამ დონეზე. წელს ლიგაზე უფრო მეტად გაიბრწყინებს ჩვენი ხვიჩა, ჩვენი იმედი და სიხარული ბიჭი.

პ.ს. ის ფინტი ვერ გამომდის თვალებიდან კვიპროსთან რომ გააკეთა რაღაც სასწაული. ბურთი ჯერ უკან წამოვიდა თვითონ რომ წინ მოძრაობდა მერა გაყვა ბურთიაც. ალბათ დაუძახა ბურთს. DDD
G.LA
16:20 02-08-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული