"ნაპოლის" ყოფილმა მეკარემ, სალვატორე სირიგუმ, Corriere dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
იტალიის ნაკრების ყოფილი კარის დარაჯის თქმით, კვარაცხელია ვარჯიშებზე წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს და ნამდვილი მონსტრია.
"ჩუკვუეზე და პულიშიჩი? მათზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ "კვარას" შესანიშნავად ვიცნობ.
ერთხელ ვარჯიშზე წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთა. ზოგადად, ვარჯიშებზე უფრო ეფექტურია, ვიდრე უშუალოდ მატჩების დროს. ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია", - განაცხადა სირიგუმ.
შეგახსენებთ, სირიგუ ბოლოს "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.
14:00 02-08-2023
"ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია, ერთხელ ვარჯიშზე..." - სირიგუმ "კვარაზე" საინტერესო ისტორია გაიხსენა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
პელე პირიქით იყო ვარჯიშებზე არაფერი თამაშის დროს ხდებოდა განსაკუთრებული. ეს იმას არ ნიშნავს რომ ხვიჩა თამაშის დროს არ არის მაგარი, ძალიან მაგარია ხვიჩა მოედანზეც მაგრამ ვარჯიშზე არის მონსტრი და პელე ვარჯიშის დროს არ იყო მონსტრი. ჩვეულებრივი იყო პელე ვარჯიშებზეო თავს არ იკლავდაო ვერაფერს ვერ შეატყობდიო, და სულ სხვანაირი ხდებოდა თამაშებზეო. პელეს მწვრთნელები ყვებოდნენ
20
7
ზოგადად არსებობს ეს პრობლემა ფეხბურთში, მიზეზეზად ხან რას ასახელებენ და ხან რას, მაგ. ფეხბურთელის ხასიათს, მწვრთნელების მიდგომას, ფსიქოლოგიას და ა.შ. პირადად, რაც ჩემი თვალით მინახავს, სიყმაწვილეში თბილისის "დინამოს" ბაზის რკინის გისოსებზე მიყუდებულს, ჩელებაძის სასწაულები. თამაშისას ხომ მაგარი იყო, მაგრამ რასაც ვარჯიშისას აკეთებდა, სტადიონზე, იმის მხოლოდ ნახევარს თუ ამჟღავნებდა.
23
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული