კანსელო მზადაა, "ბარსელონაში" თამაშის სანაცვლოდ ხელფასი დაიკლოს

AutoSharing Option
ხორხე მედეშმა "ბარსელონას" განუცხადა, რომ ჟოაო კანსელოს კატალონიურ გუნდში თამაში სურს. 

Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მზადაა, ხელფასი დაიკლოს, რათა ერთ-ერთ მეგა-კლუბს შეუერთდეს. 

რაც შეეხება "ლურჯ-ბროწეულისფერების" მთავარი მწვრთნელის პოზიციას, ხავის სურს, რომ მცველი იჯარის წესით გადაიყვანოს. 

შეგახსენებთ, პორტუგალიელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა, სადაც 15 შეხვედრაში თავი 4 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
სუპერლიგის პერიპეტიების შემდგომ, მიმდინარეობს უეფას და ადგილობრივი ფედერაციების მხრიდან დასჯა იმ კლუბების, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობის სურვილს გამოხატავდნენ, ყველას სჯიან, მხოლოდ რეალს ვერ უბედავენ ვერაფერს, ფაქტიურად სჯიან მხოლოდ 2 კლუბს - იუვეს და ბარსას... ბარსა, მართალია მისი ყოფილი პრეზიდენტის დიდი მავნებლური პოლიტიკით ისედაც უმძიმეს სიტუაციაში იყო, მაგრამ უეფას დირექტივით, ესპანეთის ფეხბურთის მოქმედი პრეზიდენტი (რომელიც, მისივე კომენტარებით, რეალის თავგადაკლული ფანია)და მისი ამალა ისე ავიწროებენ საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ ლეგენდარულ კლუბს, რომ არათუ მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებას, არამედ კლუბს საკუთარი აღზრდილის თუ მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელის დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. ვინმე მართლა ფიქრობს, რომ იტალიაში მხოლოდ იუვე არღვევდა წესებს და დანარჩენი იტალიური გუნდები ანგელოზები არიან, ან ვინმეს ჰგონია, რომ რეალი სუფთაა და არაფერს აშავებს? ისეთ ასტრონომიულ თანხებს რომ იხდის ფეხბურთელებში, ყველაფერს წესიერად აკეთებს? ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციებს თურმე მხოლოდ ბარსა არღვევს, სხვა არცერთი! მოკლედ, ფეხბურთი პოლიტიკის,ინტრიგების, დიდი ბიზნესის თავშესაფარი გახდა... გამოდიან დიდი, ტრადიციული გუნდის ფეხბურთელები და მაისურზე ამა თუ იმ ცნობილი ტოტალიზატორების რეკლამები აქვთ დიდი ასოებით ჩაკვარახჭინებული... ფულის, თან დიდი ფულის შოვნის სამჭედლოებად არის გადაქცეული ფიფაც და უეფაც,და ამის თვალსაჩინო მაგალითები აგერ გვაქვს, ყატარში და მანამდე რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატები... მოკლედ, ლამისაა შეგაზიზღონ ერთ დროს სუფთა, ლამაზი, მსოფლიოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა -ფეხბურთი!
პაატა
00:39 04-08-2023
1
გამათხოვრებული ბარსა!
ლაშა
11:27 03-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული