უმძიმესი კადრები! პუერტო-რიკოში ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოსტარიკელი ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა. 

როგორც ირლანდიური Sun-ი იტყობინება, ტრაგიკული შემთხვევა კანასის მდინარესთან მოხდა.

ადგილზე მყოფები ალბერტო ლოპესის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ... ადგილობრივი პოლიციის მტკიცებით, სამართალდამცავმა ორგანომ სანაპიროსთან გამოსული ნიანგების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მოგეხსენებათ, ნიანგის მოკვლა გარემოს დაცვის მიერ შემუშავებული კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა პოლიციამ გვამის "გათავისუფლების" მიზნით გაისროლა. 

ფეხბურთელის ოჯახმა დაკრძალვის ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით სახელმწიფოს დახმარება სთხოვა, რაც, რა თქმა უნდა, სრულად ანაზღაურდა, ალბერტო ლოპესის გასვენებაში კი ათასამდე ადამიანი მივიდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნიანგის მოკვლა როგორ შეიძლება ან ძაღლის? მეტი მეტი დაგცოფავს ან შეგახრამუნოს. გარემოს დაცვის კანონს ხომ არ დაარღვევ? მთავარია გარემო ცხიველებისთვის, ადამიანების დედაც..... ჭკუაზე გადასული მსოფლიო.
G.LA
13:16 03-08-2023
9
სამწუხაროა, ერთი ვერ გავიგე სათამაშო ფორმა რომ აცვია პირდაპირ სტადიონიდან ხომ არ გაიტაცა ნიანგმა?
მიხო
12:54 03-08-2023
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული