მაიამის "ინტერის" სტადიონის დამლაგებელმა ლიონელ მესის ავტოგრაფი სთხოვა, რის გამოც სამსახური დაკარგა.
კოლუმბიელი კრისტიან სალამანკა სააბაზანოს დამლაგებლად მუშაობდა.
"იმ სააბაზანოების მხარეს ვმუშაობდი, სადაც ფეხბურთელების ავტობუსები ჩერდებოდნენ. უეცრად ტრანსპორტი გაჩერდა, შიგნიდან კი ფეხბურთელები გადმოვიდნენ, სულ ბოლო ლიონელ მესი იყო. დავუძახე: ეი, მსოფლიოს ჩემპიონო", ჩემსკენ შემობრუნდა, სამუშაო ფორმა გავიხადე, რადგან შიგნით არგენტინის მაისური მეცვა.
ავტოგრაფი მომცა, როდესაც წავიდა ჩემთან დაცვა მოვიდა, გვერდით აგმიყვანეს და სამსახურიდან დამითხოვეს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამად ღირდა".
მოგვიანებით სოციალურ ქსელში ამ ამბავის დამადასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა, სადაც ახსნეს თუ
რატომ გაათავისუფლეს კრისტიანი დაკავებული თანამდებობიდან. გამოცემის თანახმად, "ინტერ მაიამის" არც ერთ თანამშრომელს სამსახურში თუ მის გარეთ გაფრთხილებულები არიან, რომ არ აქვთ უფლება ლიონელ მესი შეაწუხონ ფოტოს გადაღებით ან ავტოგრაფით.
შეგახსენებთ, ამერიკული კარიერის დაწყების შემდეგ ლეოს 5 გოლი და 1 ასისტი აქვს.
მომზადებულია Dailymail-ის მიხედვით
რა არ მოგეწონათ? ის რომ ამერიკაში კანონი კანონობს? ანუ არავინ არავის ახლობელი არ არის და თუ ვინმე სამსახურში გააფრთხილეს "ეს არ ქნაო" არ უნდა ქნა, გაიგეთ?
მარა რას გაიგებთ თქვენ ხო მისჯილი გაქვთ ამერიკის და ევროპის ლანძღვა და რუსეთის ქებქ-დიდება. რა გეშველებათ თქვე საცოდავებო.
გამოხტებიან ახლა მესის ჰეიტერები და მესიმ სამსახური დააკარგვინაო, აწი ხელფასი უნდა უხადოსო და სხვა ასეთები...
თქვენს თავს მიხედეთ თორემ იმ ბიჭს უკეთესი სამსახური უკვე ნაშოვნი ექნება, ამერიკაა...