მთავარი ფავორიტები
"ალ იტიჰადის" ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 119.88 მილიონი დოლარია. მათი მეფე აბდულას სახელობის სტადიონი 62 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. "ალ იტიჰადმა" გასულ სეზონში 72 ქულა დააგროვა და კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" 5 ქულით აჯობა. რაც შეეხება ლეგენდარული პორტუგალიელის გუნდს, მათ ახლა სადიო მანე შეიძინეს და შეტევა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს.
"ალ ნასრის" ნახევარდაცვა "ინტერის" ხორვატმა ფეხბურთელმა მარსელო ბროზოვიჩმა გააძლიერა. აქვეა ტალისკა, რომელმაც ევროპული ფეხბურთი ჯერ ჩინურ ფუფუნებაში გაცვალა, ახლა კი არაბეთშია. საფრანგეთიდან გუნდს სეკო ფოფანა შეუერთდა.
მათაც პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, ლუის კასტრო, რომელიც ახლახან დაინიშნა. "ალ ნასრის" მეკარე ყოფილი ნეაპოლელი დავიდ ოსპინაა. ის ლონდონის "არსენალშიც" თამაშობდა. მარცხენა ფლანგი "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრ ალექს ტელესით გაძლიერდა. 152.98 მლნ - რონალდოსა და მისი თამაგუნდელების ერთიანი ღირებულება. "ალ იტიჰადზე" მეტია. "ალ ნასრის" არენა "ალ ავალ პარკი" საკმაოდ მოკრძალებულია.
გასული სეზონის მესამეადგილოსანი "ალ ჰილალიც" სოლიდურად გაძლიერდა - სავიჩი, ნევეში, მალკომი... შესაძლოა, აქ მარკო ვერატი და ჰაკიმ ზიეჩიც ვიხილოთ. "ალ ჰილალს" ყველაზე მაღალი ბიუჯეტი აქვს. მათი სტადიონი "კინგ ფადი" 56 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. გუნდს სოლიდური ტიტულები დაუგროვდა.
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის "ალ ჰილალში" გადაბარგებას არავინ ელოდა. "ლაციოს" მოთამაშეზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. გუნდშია კალიდუ კულიბალი "ნაპოლისა" და "ჩელსის" ექსმცველი, პორტუგალიელი რუბენ ნევეში "ვულვზიდან". მთავარი მწვრთნელიც ძლიერი და წარმატებულია, 69 წლის ჟორჟ ჟესუსი. ასე რომ, "ალ ჰილალი" პირველობისთვის სერიოზულად იბრძოლებს.
სხვა გუნდები
"ალ აჰლი" საუკეთესო ლიგაში ახლა დაწინაურდა, თუმცა მათი ტრანსფერები ყველაზე ხმაურიანია. პრემიერლიგის ყოფილი ვარსკვლავები - მაჰრეზი, ფირმინო, მაქსიმენი და მეკარე მენდი. ამას "რომას" ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, იბანესის ტრანსფერი დაემატა, 30 მილიონ ევროდ.
სხვა გუნდების გამორჩეული ფეხბურთელები:
"ალ შაბაბი" - ევერ ბანეგა;
"ალ ტაავონი" - ნალდო;
"ალ იტიჰადი" - ჰენდერსონი, მუსა დემბელე;
"ალ ჰატეჰი" - კრისტიან ტელო.
ქართველი...
არაბეთში ჩვენი წარმომადგენელიც გვეყოლება, ვეტერანი მცველი საბა კვირკველია. მისი "ალ ოხდუდიც" ახლა დაწინაურდა. საბას კლასი და გამოცდილება მშვენიერი აქვს. საქართველოს ნაკრების მცველი სისწრაფით გამოირჩეოდა, თუმცა ასაკთან ერთად, ამ კომპონენტში ძველებური მონაცემები აღარ აქვს. კვირკველიას დაპირისპირება არაერთ ვარსკვლავთან მოუწევს. რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, ყველაზე მეტად 28 წლის რუმინელს, ფლორიან ტანასეს აღვნიშნავთ.
დაველოდოთ "არაბული სასწაულის" დაწყებას...
რომელი არაა თავმოყვარე ფეხბურთელი? სტატია რომ წაგეკითხათ და ფეხბურთელების გვარები კარგი იქნებოდა. ბენზემა, მაჰრეზი, კანტე, კულიბალი, ფაბინიო, მანე, ბროზივიჩი, ფოფანა, ოსპინა, სავიჩი, ნევეში, მალკომი, მილინკოვი-სავიჩი, შეასძლოა ვერატი და ჰაკიმ ზიეჩიც, იქ კრისტიანო. რა ვიცი ესენი თუ უსახელოები და უთავმოყვარეები არიან, ფეხბურთში არაფერი ყოფილა თავმოყვარეობა. ამ სახელების ფეხბურთელები უთავმოყვარეები??
ევროპის ტოპლიგას რომ არაბეთის მასხარაობაში გაცვლი, ფეხბურთელი აღარ გქვია...
ნუ თუ დაბერდა, გასაგებია...