მესი გაჩერებას არ აპირებს - არგენტინელის მორიგი შოუ "დალასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონკაკაფის პლეი-ოფში ერთმანეთს მაიამის "ინტერი" და "დალასი" დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ფრედ, 4:4 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი პენალტების სერიის ჩატარება გახდა საჭირო.

შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე ლიონელ მესიმ ჟორდი ალბას საგოლე პასით გახსნა, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა "დალასის" მხარეს გადავიდა და ტეხასელებმა სამი გოლის გატანა მოახერხეს. 65-ე წუთზე "მაიამიმ" სხვაობა შეამცირა, გატანილი გოლიდან 3 წუთში კი კვლავ "დალასმა" გაიტანა, მე-80 წუთზე ფარფანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

85-ე წუთზე "ლა პულგამ" შორეული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ამ სეზონში მე-7 გოლი გაიტანა.

პენალტების სერია "მაიამის" გამარჯვებით, 5:3 დასრულდა.

altმაიამის "ინტერის" თანამშრომელმა მესის ავტოგრაფი სთხოვა, რის გამოც სამსახურიდან გააგდეს

altმესის დუბლი და მაიამის "ინტერის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

alt2 გოლს + ასისტი - მესი ამერიკაში შეუჩერებელია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
როგორც თამაშობს და რა კარგ *ხასიათზეა* კი ვხედავთ , ეხლა თუ სუარესიც ჩაუყვანეს , ე მაშინ ნახეთ მაგის ბედნიერება და აღმაფრენა .
კახაბერი
07 აგვისტო 2023 21:27
0
ლაპორტა შენს თავზე გაიარონ: დემბელემ, უმტიტიმ და ლუკაკუმ.
ლუკა
07 აგვისტო 2023 21:10
0
დალასთან მაგარია აბა დილასთან ქნას რამე :-D
???
07 აგვისტო 2023 19:09
1
უბრალოდ, ფეხბურთზე დაგეშილი ფეხბურთელი! ლეოსნაირი აღარც დაიბადება!
გია
07 აგვისტო 2023 18:40
0
1000000000000000000000%-იანი!
გიას
07 აგვისტო 2023 21:27
0
გიჟია გიჟიიი D
zura222
07 აგვისტო 2023 17:51
1
3-1 ს აგებდნენ მერე 4-2ს და მაქედან ამოუქაჩა 4-4 ზე ყველა გოლი მაგან გააკეთა მერე პენალტებშიც მოაგებინა . გამოქლიავდნენ ამერიკელი კომენტატორები ვინმეს თუ რამე გიჭირთ მესის დაურეკეთ შეასრულებსო ასე თქვეს სიტყვასიტყვით მე-4 გოლი რომ გაიტანა ჯარიმა რო გათხარა
El Commentator
07 აგვისტო 2023 17:22
0
მუნი ამბობდა მესის ამერიკის ლიგასთან შეგუება გაუჭუდებაო)))
გიორგი
07 აგვისტო 2023 17:10
0
Mუნი არა ღუნი. მესის ისტორიაში საუკეთესოდ თვლის ისე ეგ სხვათაშორის , მაგრამ მაგ ამერიკაზე წაუფროფესორა. რას წარმოიდგენდა ასეთ რაღაცეებს თუ იზავდა მაგასაც არ ეგონა
Xo.
08 აგვისტო 2023 06:13
0
ლეო თუ ხასიათზეა, როგორც იტყვიან: მ ტ რ ი ს ა ს ს!
aCi
07 აგვისტო 2023 16:27
0
რეებს შვრება ეს შეჩვენებული, არ ვიცი რა ვთქვა, რა მაგარი ბედნიერებაა ასეთი ფეხბურთელების თამაშის ყურება,მადლობა მას ამისთვის
Mr.kostaia
07 აგვისტო 2023 15:13
0
ლაპორტა თუ უყურებ, ლეოს არ შენარჩუნება შეიძლებოდა? ჯერ ორი წელი ხო დააკარგვინეთ პსეჟეში და მეორედაც ხომ მწარედ უღალატეთ? ვიღაც ვიღაცეებს, რო მიედ-მოედებით, წარმომიდგენია ბარსაში დაბრუნებული, ლეო რეებს გააკეთებდა? ლაპორტა! ადრე თუ გვიან მოგეხაზება!
10
07 აგვისტო 2023 14:18
0

სიახლეები პოპულარული