მესის დუბლი და მაიამის "ინტერის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკული ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალში მაიამის "ინტერი" "ორლანდოს" შეხვდა და 3:1 დაამარცხა. 

ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა. მე-17 წუთზე სეზარ არაუხომ წონასწორობა აღადგინა. 51-ე წუთზე ხოსეფ მარტინესმა პენალტის ნიშნულიდან ფლორიდელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 72-ე წუთზე მესიმ დააფიქსირა.

მაიამის "ინტერი" ლიგის თასის მერვედფინალში გავიდა, სადაც "დალასს" შეხვდება.

რაც შეეხება ლეოს ამერიკულ სტატისტიკას, "ალბისელესტეს" კაპიტანმა დასავლურ ლიგაში 3 შეხვედრა ჩაატარა და უკვე 5 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორი ჰუმანური ფეხბურთია :)
ზურა
13:35 03-08-2023
0
მესის არ შენარჩუნება, ბარსასთვის ყოველთვის დარჩება შავ ლაქად.:დდდ.
ლაშა
11:53 03-08-2023
2

სიახლეები პოპულარული