ოსიმენი "ალ ჰილალის" შეთავაზებას დათანხმდა - ჯერი დე ლაურენტისზეა

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი "ალ ჰილალის" შეთავაზებას დათანხმდა და მზადაა, კარიერა არაბეთის ლიგაში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიგერიული გამოცემა Soccernet.ng ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ოსიმენი "ალ ჰილალის" წინადადებით მოხიბლულია, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

გამოცემის ინფორმაციით, 72 წლის კინოპროდიუსერი ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ითხოვს. აპირებს თუ არა ამ თანხის გადახდას "ალ ჰილალი", უცნობია.

შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 31 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt

"ნაპოლიმ" "აუგსბურგს" კვარაცხელიას და ოსიმენის გარეშე სძლია

alt"ალ აჰლი" ოსიმენს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს

altსაუდის არაბეთის კლუბებს ოსიმენის ტრანსფერი ევროპელებზე ორჯერ მეტი დაუჯდებათ

მკითხველის კომენტარები / 11 /
შეიძლება ნაწყენია.მისი გოლების მესამედი მაინც ჩვენი ბიჭის დამსახურებაა,თუმცა თვითონ ასე არ ფიქრობს(ისევე როგორც მთელი ნიგერია).მიუხედავად დიდი ზეწოლისა იტალიის ფეხბურთის ფედერაციაზე( რასიზმს აბრალებდნენ) სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო,ჩემი პატივისცემა მათ.თუმცა წარმატებები ოსიმენს,ბევრჯერ გაგვახარა...ხვიჩა კი სხვა დონეა და სხვა კლასია.დარწმუნებული ვარ 200 მილიონსაც გადაიხდის ულაპარაკოდ ეს 2 არაბული გუნდი ხვიჩაში,უბრალოდ ყველა ფეხბურთის მოყვარული მსოფლიოში,დიდი ინტერესით აკვირდება მას.იმიტომ რომ ის მარტო გოლებით არ გვაგიჟებს,ჰაი- კლასია კვარა:)არ გაუშვებს ევროპა ამ ბიჭს არსად. წელსაც ხვიჩა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო იტალიაში,მერე კი წინ დიდი გუნდებისკენ....
გაგა
19:37 07-08-2023
13
სპორტის ყველა სახეობაში ფული კეთდება(იშოვება), ფეხბურთში დიიიდზე დიდი. ოსი წადი ალალია შენზე.
avtogola
18:36 07-08-2023
2

სიახლეები პოპულარული