"მამარდა" თითქმის გამოირიცხა - "რეალმა" სასურველი მეკარე შეარჩია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ტრავმირებული ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელგიელი ჯვარედინი იოგების დაზიანების გამო 2023/24 წლების სეზონს მთლიანად გამოტოვებს.

Marca-ს ინფორმაციით, "ბლანკოსი" მის ნაცვლად "სევილიას" მეკარეს, იასინ ბონოს შეიძენს. ესპანური გამოცემის ცნობით, "რეალს" დავიდ დე ხეას, უგო ლორისის, კეპა არისაბალაგას და კეილორ ნავასის შეძენა შესთავაზეს, თუმცა "სამეფო კლუბმა" არჩევანი მაროკოელ მეკარეზე გააკეთა.

შეგახსენებთ, გუშინ El Chiringuito-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეალი" გიორგი მამარდაშვილის შეძენასაც განიხილავდა, "ღამურები" მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.

alt"მარკამ" კურტუას შესაძლო შემცვლელთა შორის მამარდაშვილი

დაასახელა

altკურტუამ "რეალის" ბაზა ცრემლებით დატოვა - ბელგიელმა, სავარაუდოდ, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მადრიდელებს ახალი მეკარე ესაჭიროებათ

მკითხველის კომენტარები / 15 /
მამარდაშვილო, არ გეწყინოს, მეკარე რომელიც გამოსვლებში სუსტია, გრანდებში არ აიყვანენ... დღე და ღამე უნდა ივარჯიშო და ეგ ნაკლი გამოასწორო... წარმატებები...
გიორგი 50
20:25 11-08-2023
3
მილიონჯერ გავიმეორებ რომ ამისგან არაფერი გამოვა. . მეკარე რომელიც გამოსვლაზე ხელ-ფეხი უკანკალებდა,გაგორებული ბურთს რომ დაიჭერს და ძირს წვება. . როცა სწრაფად უნდა შეიტანოს მაშინ გირაობა და როცა სწრაფად შეაქ მეტოქეს აძლევს ეგრევე ან საუკეთესო შემთხვევაში აუტში ისვრის.ფეხით კატასტროფა.ეგ დაღუპავს ნაკრებს ჩემი სიტყვა დაიხსომეთ
ნაპოლეონი
19:30 11-08-2023
17

სიახლეები პოპულარული