ამერიკის თასზე "ინტერ მაიამი" "შარლოტს" დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.
32-ე წუთისთვის მასპინძლები უკვე 2:0-ს იგებდნენ, თავი ხოსეფ მარტინესმა (12) და რობერტ ტეილორმა (32) გამოიჩინეს. მეორე ტაიმში, 78-ე წუთზე ადილსონ მალანდამ ავტოგოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ლიონელ მესიმ 86-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, მაიამის "ინტერი" გაძლიერების შემდეგ შეუჩერებელია, ზედიზედ 5 მოგებიანი სერია აქვს, 16 აგვისტოს კი "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ლეოს, აღნიშნულ 5 შეხვედრაში თავი 8 გოლით გამოიჩინა.