კურტუას შემდეგ მილიტაო - დიდი ალბათობით, ბრაზილიელისთვის სეზონი დასრულებულია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი ედერ მილიტაო 6-დან 9 თვემდე იუქმებს, ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა "ბილბაოსთან" მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც ამ სეზონში "ბლანკოსში" უკვე მეორედ მოხდა. მოგეხსენებათ, ანალოგიური ტრავმა "სამეფო კლუბის" მეკარემ, ტიბო კურტუამ მიიღო, "თეთრებმა" მის შემცვლელად იჯარის წესით "ჩელსიდან" კეპა არისაბალაგა დაიმატა.

ჯერჯერობით უცნობია, შეიძენს თუ არა "რეალი" ახალ ცენტრალურ მცველს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული