ამერიკის თასის ნახევარფინალში მაიამის "ინტერი" ამჯერად "ფილადელფიას" შეხვდა და 4:1 დაამარცხა.
მე-3 წუთზე ანგარიში ხოსეფ მარტინესმა გახსნა, მე-20 წუთზე ლიონელ მესიმ შორეული დისტანციიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა, 45+3 წუთზე კი თავი ხორდი ალბამ გამოიჩინა.
73-ე წუთზე ალეხანდრო ბედოიამ სხვაობა შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი დავიდ რუიზმა 84-ე წუთზე დააფიქსირა.
დევიდ ბექჰემის გუნდი ფინალს 20 აგვისტოს, "ნაშვილეს" წინააღმდეგ გამართავს. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში "მონტერეი" 2:0 დაამარცხა.