როგორც ჩანს, პიოტრ ზელინსკი "ნაპოლის" დატოვებს. გასულ კვირას არაბეთიდან მიღებული შეთავაზების შემდეგ პოლონელი ფეხბურთელი ახალ გამოწვევასთან შეჭიდებას გეგმავს.
Areanapoli-ს ცნობით, 11 აგვისტოს ფეხბურთელი თანაგუნდელებს დაემშვიდობა, კარიერას კი "ალ აჰლიში" გააგრძელებს.
თავის მხრივ, "ნაპოლი" მზადაა პიოტრი გაყიდოს. ჯერჯერობით სატრანსფერო თანხაზე არაფერი დასახელებულა.