"ოქროს ბურთის" მოგება ჩემთვის მნიშვნელოვანი არასდროს იყო" - თქვა ამ ჯილდოს 7-გზის მფლობელმა მესიმ

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისთვის "ოქროს ბურთის" მოგება მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა და მოწინავე პლანზე ყოველთვის გუნდის შედეგები იდგა:

"ოქროს ბურთს" დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებდი, რადგან ყოველთვის მინდოდა, რომ წარმატებისთვის უფრო გუნდს მიეღწია და ტიტულები არ მომეპოვებინა.

თუ ამ ჯილდოს მოვიგებდი, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა და გამიხარდებოდა, მაგრამ ჩემთვის ბევრი არაფერი შეიცვლებოდა.

ყველაფერი მოვიგე და ყველაფერს მივაღწიე ფეხბურთში, ახლა კი უბრალოდ ამ მომენტით ვტკბები", - ციტირებს მესის VarskySports-ი.

შეგახსენებთ, რომ ლეოს "ოქროს ბურთი" 7-ჯერ აქვს მოპოვებული.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა დღეში გაქვთ ნერვები. ან ერთ მხარეს რატომ არ გკიდიათ, რა არ ეკუთვნოდა, ან მეორეს — რამდენი ეკუთვნოდა. თან ის რომ წერს, „არ გცხვენია, რონალდოს ფანი რომ ხარო“ – გენიალური ფრაზაა, რომელიღაც ფეხბურთელის ფანობის გამო რომ გარცხვენენ, საბავშვო ბაღში მაქვს ბოლოს ეგეთი ტექსტები მოსმენილი
nika
16:51 19-08-2023
1
აი მაგ შვიდიდან სამი დაუმსახურებელი იყო,დეტალებში თუ შევალთ მინიმუმ ორი...
Master
12:27 18-08-2023
42

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული