მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" მაისურის მორგების შემდეგ, ლიონელ მესიმ 6 მატჩში 9 გოლი გაიტანა, გოლებს კი სუპერგმირების სტილში აღნიშნავს. 

"ჩემს შვილებს ახლა არდადეგები აქვთ, ყოველ საღამოს სუპერგმირებზე ფილმებს ვუყურებთ. ერთ დღეს ასეთი იდეა მოუვიდათ, გოლს როცა გავიტანდი მათი აღნიშვნა გამეკეთებინა. 

როდესაც საშინაო კედლებში ვთამაშობთ მხოლოდ მაშინ აღვნიშნავ ასე, რადგან ისინი სტადიონზე არიან, ამ მომენტით კი ბედნიერდებიან" - განაცხადა ლეომ. 

შეგახსენებთ, არგენტინელმა "მარველის" რამდენიმე პერსონაჟის საფირმო მოძრაობა უკვე შემოგვთავაზა - სპაიდერმენის, თორისა და შავი პანტერასი.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 8 /
მიუხედავად იმისა რომ მარადონათი იწყება ჩემი საფეხბურთო ინტოქსიკაცია 1990 წლის ჩემპიონატით და მანდედანვე მომყვება გერმანიის ნაკრების მიმართ ზიზღი , რომელიც 2014 კიდევ უფრო გამიმძაფრდა , მესი არის და იქნება ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო , რადგან არავინ ისეთი ინტელექტით არ თამაშობდა ფეხბურთს როგორც ლეო , მისი ყველა მოქმედება , დარტყმაც , გოლიც და პასიც აზროვნებისა და უსწრაფესი ანალიზისა და ინტუიციის შედეგია . და კიდევ გარდა იმისა თუ საკლუბო და სანაკრებო დონეზე რას მიაღწია , პირადი მიღწევები აქვს ისეთი , რომელსაც ვერასოდეს ვეღარავინ შეცვლის. 8 ოქროს ბურთი არამგონია როდესმე ვინმემ მოიგოს .
ATP 16
20:59 19-08-2023
2
ყველა დროის #1
შოთა
14:59 19-08-2023
3

სიახლეები პოპულარული