![](https://sportall.ge/pictures/image5/f1cb22bd153b72c1aba02dfd607a481a.jpg)
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობას "ატალანტას" ნახევარმცველის, ტონ კოოპმაინერსის დამატება სურს.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემის თანახმად, დე ლაურენტისი მზადაა ბერგამოულ კლუბს 45 მილიონი ევრო შესთავაზოს.
ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტენ "ატალანტას" მესვეურები, გაყიდიან თუ არა ნიდერლანდელს.
როგორც ჩანს, "ნაპოლი" სერიოზულ გაძლიერებას აგვისტოს ბოლოს გეგმავენ.
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით