ტიერი ანრი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის

AutoSharing Option
ტიერი ანრი საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება, ამის შესახებ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ორშაბათს გაჟღერდება.

46 წლის სპეციალისტი სილვერ რიპოლს შეცვლის, რომელიც თანამდებობიდან რამდენიმე კვირის წინ არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, ანრი სხვადასხვა დროს "არსენალის" ასაკობრივ გუნდს, "მონაკოს", "მონრეალს" წვრთნიდა, ბელგიის ნაკრებში კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა.

altმოულოდნელი ამბავი - ტიერი ანრიმ შესაძლოა, ქალთა ნაკრები ჩაიბაროს

altტიერი ანრიმ მბაპეზე ისაუბრა

alt"მინდა ვმღეროდე ლიონელ რიჩისავით..." - ტიერი ანრი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული