გორიდან ვენაში - "დილა" ტრანსფერში 700 ათასს მიიღებს

AutoSharing Option
ავსტრიული "კურიერი" იტყობინება, რომ "რაპიდმა" თითქმის სამთვიანი ძალისხმევა წარმატებით დაასრულა და "დილას" გარემარბი ტიერი გეილი გადაიბირა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრანსფერი ვენურ კლუბს 700 ათას ევროზე ოდნავ ნაკლები დაუჯდება, რაც ასეთი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ძვირი არ არის.

21 წლის გეილს სხვა კლუბები უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ, მაგრამ მან "რაპიდში" გადასვლა ისურვა. ის გუნდიდან წასულ მარკო გრიულს შეცვლის. გუნდი აგრეთვე ცენტრალურმა მცველმა ნენად ცვეტკოვიჩმა დატოვა, რომლის შემცვლელსაც სასწრაფოდ ეძებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რასაც დაწერენ ყველაფერს ნუ იჯერებთ და მერე ნუ წერთ სალანძღავ კომენტარებს. ჯერ არ გადაწყვეტილა სად წავა, მიდტიულანდი და რაკოვი უფრო რეალურია და აქ რა თანხაც წერია მაგ თანხაზე საერთოდ საუბარიც არ ყოფილილა, მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს დილა. ისე ვისაც გაინტერესებთ გეტყვით რო ტიერი გორშია და ჯერ არსად წასულა როგორც დღეს დაწერეს.
გორელი
26 აგვისტო 2023 00:14
0
ჯერ 1,2 მილიონი, შემდეგ 800 000, ეხლა 700 000... ან მენეჯმენტი ვერ მუშაობს ან თავმოყვარეობა არ გაქვთ. მესამე ვარიანტი არ არსებობს!
ლაშა
25 აგვისტო 2023 23:20
2
ასე მგონია რო საგადასახადოს უმალავენ კლუბები და გვიცეთქვენ გულს ასე იაფად მართლა არ მგონია გაეყოდათ
bejo
25 აგვისტო 2023 21:47
1
Qartuli bazari monebis bazaria?ase chempionati asustebt da biujetic kapikebia
Gia
25 აგვისტო 2023 21:25
2
ან გაზეთები აბუქებთ ყველაფერს ან არვიციი რახდება გადაეყვანა ეხლა ბათუმს რაპიდში სკამის ხეხვას და 2 წელში 5 ლიმონადაც გაიყიდებოდა მაგრამ ჟოჟკები ხართ ყველა...
სიმართლე
25 აგვისტო 2023 21:18
7
ყველაფერი გორიდან როგორ გინდათ ბათუმში? სასაცილოები გახდით უკვე. შედით სოციალურ ქსელებში ყველა ბათუმის დინამოს დასცინის. გორშიც კი თამაშობდა ერთი პერიოდი ბათუმი და დარწმუნებული ვარ რო იყოს შესაძლებელი ნებისმიერი ბათუმელი დასთანხმდება გუნდების გაცვლა რო შეიძლებოდეს.დ.დ. გორის დილას მათხოვარი გუნდი გახდა ბათუმის დინამო!!!
ave
25 აგვისტო 2023 23:29
1
აქვე,სხვა სტატიებში 1,2 მილიონს იძლევიანო,სხვა საიტზე,წავიკითხე,1,7 მილიონიო და ახლა 700 000-მდეო.დასაჯერებელია?მაგ ფასში გაყიდვა ხომ, მართლაც გადაგდებაა!
სოსო
25 აგვისტო 2023 21:00
2

სიახლეები პოპულარული