წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ლუკ შოუმ ტრავმა მიიღო, "წითელმა ეშმაკებმა" მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს და ესპანელი მცველი 3 შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთია.
იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, "მანკუნიანელებს" კუკურეიას იჯარით აყვანა სურთ, თუმცა ეს რთული იქნება, რადგან "ჩელსის" ფეხბურთელთან განშორება არ სურს.
შეგახსენებთ, "ჩელსიმ" განაპირა მცველი 2022 წელს "ბრაიტონიდან" 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.