უარი "ტოტენჰემს" - ანსუ ფატი კარიერას "ბრაიტონში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ანსუ ფატი კარიერას "ბრაიტონში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ესპანელი "ტოტენჰემში" გადავიდოდა, თუმცა "ბრაიტონის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ მოთამაშე პირადად დაარწმუნა, რომ მისი გუნდის საკვანძო ფეხბურთელი გახდებოდა.

ფატი "თოლიებს" იჯარის წესით შეუერთდება. ბრიტანულ კლუბს 20 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული