"ჩელსიმ" 50 მილიონ ევროდ "მანჩესტერ სიტის" შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
კოულ პალმერი "მანჩესტერ სიტიდან" კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პეპ გვარდიოლას ახალგაზრდა ინგლისელი შემტევის გასხვისება არ სურდა, თუმცა ტრანსფერი თავად მოთამაშემ მოითხოვა.

"ჩელსი" პალმერის ტრანსფერში 50 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, "არისტოკრატებს" "არსენალის" ნახევარმცველის, ემილ სმიტ როუს დამატებაც სურთ, თუმცა "მეთოფეები" მოთამაშის გაყიდვას არ გეგმავენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იცოდა რომ დრო ძაან ცოტა ექნებოდა მაგრამ ჩწლსიში რა გარნტიები აქვს?
არა რუსეთს
14:32 31-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული