წყაროს ცნობით, "ფიორენტინას" ფეხბურთელთან განშორება არ სურს, თუმცა ტრანსფერს პირადად მოთამაშე ითხოვს, რის გამოც იგი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.
ცნობილია, რომ "იუნაიტედი" მაროკოელის იჯარაზე მუშაობს, თუმცა "იადონები" ტრანსფერიდან თანხის მიღებას გეგმავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გარიგება ვერ შედგება.
შეგახსენებთ, ამრაბატის დამატება "ლივერპულსაც" სურდა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდი ამჟამად რაიან გრავენბერხის ტრანსფერზე მუშაობს.