ლოსანომ "ნაპოლი" დატოვა და პსვ-ში დაბრუნდა

AutoSharing Option
28 წლის მექსიკელი ნახევარმცველი ირვინგ ლოსანო "ნაპოლიდან" პსვ-ში გადავიდა.

ეინდჰოვენურმა კლუბმა ლოსანოს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და 27-ნომრიანი მაისური გადასცა.

Voetbal International-ის ცნობით, პსვ-მა ტრანსფერში კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა, 15 მილიონი ევრო გადაიხადა.

ის "ნაპოლიმ" 2019 წელს პსვ-სგან 45 მილიონად შეიძინა, რაც ასევე ნეაპოლური კლუბის რეკორდია.

გასულ სეზონში ირვინგმა სერია A-ს 32 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უშველა კაცმა თავს,გაასწრო იმ წუწურაქს და კომბლე მწვრთნელს
სვანსკი
04:14 03-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული