იტალიური პრესის ცნობით, ირვინ ლოსანო პსვ-ს ფეხბურთელი დღეს გახდება. მექსიკელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
ალფრედო პედულას ცნობით, ჰოლანდიურ კლუბს 29 წლის შემტევის ტრანსფერი 12 მილიონი ევრო დაუჯდება.
მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" მის შემცვლელად ფრანკფურტის "აინტრახტიდან" იესპერ ლინდსტრომი დაიმატა.
არადა სამი-ოთხი წლის წინ ნაპოლიმ იგივე პსვ-დან 35 მილიონად იყიდა.იშვიათი შემთხვევა როცა დე ლაურენტისი შეცდა.ეს ჰოლანდიური კლუბები კი სატრანსფერო ამბებში ტყვიას ტყვიაში აჯენენ.