"ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯება" - ტენ ჰაგმა სანჩოზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, 3 სექტემბერს, პრემიერლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში, "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "მანკუნიანელთა" განაცხადში ვერ მოხვდა ჯეიდონ სანჩო, თუმცა მიზეზი ინგლისელი ფეხბურთელის ტრავმა არ ყოფილა.

ამასთან დაკავშირებით, "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

"რატომ ვერ მოხვდა სანჩო განაცხადში? ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯება. "მანჩესტერ იუნაიტედში" საკუთარი დონე ყოველთვის უნდა დაამტკიცო, მათ შორის, ვარჯიშებზეც", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედს" 2021 წელს "დორტმუნდიდან" 73 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტენ ჰააგი სადაც იყო იქ აჩვენებდა მაქსიმუმს-არ ვარ ემიუს ფანი,მაგრამ გუნდი მეცოდება.სანამ დირექტორატი არ შეიცვლება-სულ ტენჰააგის დონეზე ჩამოვლენ
BOSS
12:53 05-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული