ფეხბურთელი გოგონა მანამდე აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი გამარჯვებით გამოწვეული ემოციების გამო მოხდა.
"კოცნა ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა ყველაფერი ემოციის გამო მოხდა - მეტი არაფერი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს აჟიოტაჟს არ გამოიწვევს”, - ამბობდა თავდაპირველად ფეხბურთელი.
აგვისტოს ბოლოს, ეროვნული სასამართლოს პროკურატურამ რუბიალესის მიერ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე წინასწარი გამოძიება დაიწყო, მაგრამ ხელისუფლებას საქმის გასახსნელად თავად ფეხბურთელის განცხადება სჭირდებოდა.
"სექსუალური ძალადობის საქმის აღძვრისთვის
როგორც ცნობილია, დისციპლინურ გამოძიებას აწარმოებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაც (FIFA), რომელმაც რუბიალესი საფეხბურთო საქმიანობას სამი თვით ჩამოაშორა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ შორის, საკუთარი ფედერაციის ხელმძღვანელობისგან, რუბიალესმა უარი თქვა გადადგომაზე და განაცხადა, რომ სასამართლოში თავს დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მან ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე ყველას ყურადღება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის საქციელმა მიიპყრო - რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს, უკითხავად აკოცა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.
წყარო: Ambebi.ge
ცოტა დაფიქრდით სანამ დაწერტ და ნუ აზვებით პრორუსულ აგიტაციას.