13:10 09-09-2023
ნეიმარმა პელეს რეკორდი მოხსნა - ბრაზილიამ ბოლივია გაანადგურა [VIDEO]
AutoSharing Option
ამაზონის რეგიონის ქალაქ ბელემში გამართულ შეხვედრაში ანგარიში როდრიგომ გახსნა და პირველი ტაიმი "სალესაომ" მინიმალური სხვაობით მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში თავი რაფინიამ გამოიჩინა, რასაც როდრიგოს მეორე გოლი მოჰყვა. "რეალის" გარემარბის გარდა თამაშში დუბლი ნეიმარმაც შეასრულა - პსჟ-ის ფორვარდმა სანაკრებო მაისურით 78-ე და 79-ე გოლები გაიტანა. სტუმართა მხრიდან პრესტიჟის გოლი ვიქტორ აბრეგომ შეაგდო. ბრაზილიამ მატჩი იოლად მოიგო და საკვალიფიკაციო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
რაც შეეხება ნეიმარს, 31 წლის ფეხბურთელმა პელე ორი გოლით ჩამოიტოვა. 79 გოლის გასატანად "ნეის" 125 მატჩი დასჭირდა, პელეს, კი 77 შედეგიანი დარტყმა 92 შეხვედრაში ჰქონდა.
ბრაზილია მომდევნო შეხვედრას სტუმრად, პერუს წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 12 სექტემბრის გამთენიისას გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ესეთი მაგარი ნიჭის და დრიბლინგის ფეზბურთელი და ასეთი არასერიოზული და ბანძი არ არსებობს, ეს რო ბარსადან არ წასულიყო გაცილებით მაგარი და შედეგიანი კარიერა ექნებოდა, თან რა არაპროფესიონალია,ამას სალაჰიც მირჩევნია და კორეელი სონიც თავისი კარიერით, ტიპი ბრაზილიის ნაკრებში მეფესავითაა სულ, მესის მეგობარი და იმ ბარსელონას შეუცვლელი ფიგურა, დაკრა ფეხი და პსჟში გადავიდა ფულის და მესის ჩრდილიდან გამოსვლის გამო, ხოდა სიბნელეში გადაინაცვლა და ეხლა ხო საერთოდ უკუნეთში წავიდა
4
0
ერთი მაგდენიც რო გაიტანოს პელეს ფეხის ფრჩხილის დარიც ვერ იქნება ნეი
6
1
განადგურება ვიცი მე 7:1
5
0
ფეხბურთი კოლმეურნეობა არაა ვინ მეტ გოლს გაიტანს მთავარია ვინაა მოედანზე არისტოკრატი!!...ვერც მესი ვერაა მარადონაზე მაგარი
4
5
მესი მარადონას გოლების რაოდენობის გარდა უსწრებს 1. ტიტულტლებით(მარადონას არასდროს მოუგია კოპა, ფინალამდეც არ მისულა, მიუხედავად იმისა რომ სამჯერ ითამაშა), 2. ასისტებით 3. გოლების რეიტით - ანუ საშუალოდ თამაშში გატანილი გოლის მაჩვენებლით. 4 ფინალების რაოდენობით სადაც გაიყვანა ნაკრები.
5
1
პენალტი რატომ დანიშნა?ბურთი საყრდენ ხელზე მოხვდა.კარგია რომ არ გავიდა.პელეს დროს,თამაშგარეს წესი,სულ სხვანაირი იყო,დღეს გოლის გატანა,გაცილებით გაიოლებულია და ამიტომ,ნეიმარის რეკორდსმენად გამოცხადება,ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია.თამაშგარეს წესის შეცვლა,შედეგიანობის გაზრდის მიზნით მოხდა და გაიზარდა კიდეც.სამართლიანობისათვის,რამდენი პროცენტითაც შედეგიანობაა ზოგადად გაზრდილი,ისეთივე კოეფიციენტით უნდა გამრავლდეს პელეს შედეგიანობა და ეს იქნება,სამართლიანი.
4
0
რა პრობლემაა? გამოძებნის პელე კიდევ რამე გოლებს საკუთარ სტატისტიკაზე დასამატებლად. :)
6
10
ბოდიში ყველას. მართლა აღარ მახსოვდა, რომ გარდაიცვალა. ღმერთმა გაანათლოს.
4
0
კი იმ ქვეყნიდან, გამოძებნის
5
0
ყველა გამოხმაურება
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული