წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელი ჟან მიშელ-ოლა 57 წლის სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა. "ლიონმა" ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და საწყის 4 ტურში განცდილი 3 მარცხით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ოლამ კლუბის ჩაბარება გრემ პოტერს შესთავაზა, თუმცა "ჩელსის" ყოფილმა თავკაცმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა. ბოლო ცნობების მიხედვით, "ლიონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ამჟამად ნომერ პირველ კანდიდატად ჯენარო გატუზო მიიჩნევა.