"ლიონი" ბლანს დაემშვიდობება

AutoSharing Option
"ლიონი" მალე ლორან ბლანს გაათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელი ჟან მიშელ-ოლა 57 წლის სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა. "ლიონმა" ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და საწყის 4 ტურში განცდილი 3 მარცხით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ოლამ კლუბის ჩაბარება გრემ პოტერს შესთავაზა, თუმცა "ჩელსის" ყოფილმა თავკაცმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა. ბოლო ცნობების მიხედვით, "ლიონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ამჟამად ნომერ პირველ კანდიდატად ჯენარო გატუზო მიიჩნევა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გატუზო როგორც ფეხბურთელი მაგარი იყო მწვრთნელად გეგუჩაძეს დონეა
Kvekeskiri
01:40 12-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული