33 წლის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი "ადანა დემირსპორში" დაბრუნდა, - ამის თაობაზე თურქული კლუბი საიტით იტყობინება.
ბალოტელიმ "სიონთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ადანა დემირსპორთან" 1+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა.
მარიო ამ გუნდში 2021-2022 წლებში თამაშობდა და 35 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მის ანგარიშზე იტალიის ნაკრებში 36 ჩატარებულ შეხვედრაში 14 გოლი და 5 საგოლე პასია.