მიტროვიჩი: "ალ ჰილალი" მადრიდის რეალს ჰგავს, ინგლისში თამაში საერთოდ არ მენატრება

AutoSharing Option
"ალ ჰილალის" ახალწვეულმა ალექსანდრ მიტროვიჩმა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა, სერბი ფორვარდის თქმით, მისი ამჟამინდელი გუნდი მადრიდის "რეალს" ჰგავს.

"მაქვს თუ არა ინგლისის ნოსტალგია? საერთოდ არა, იქ დიდი ხნის განმავლობაში ვითამაშე.

ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა სათამაშოდ ტოპ კლუბში გადავედი. "ალ ჰილალი" მადრიდის "რეალის" მსგავსია.

აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მინდა უამრავი ტიტული მოვიგო", - განაცხადა მიტროვიჩმა.

შეგახსენებთ, 29 წლის ფეხბურთელი "ალ ჰილალს" "ფულემიდან" 46 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გეშლება ბრატ, მადრიის რეალი ჰგავს ალ-ჰილალს))
მამუკა
03:49 18-09-2023
1
წარმატებები.
სრულ სიმართლეს ამბობს ალექსანდრი. პრემიერლიგა არცთუისე ნოსტალგიის მომგვრელი და საინტერესოა, როგორც ზოგიერთს ჰგონია!
ლაშა
18:50 17-09-2023
4

სიახლეები პოპულარული