"კაზემირო სირბილისას 45 წლის კაცს ჰგავს" - აგბონლაჰორმა "იუნაიტედი" გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანი ფეხბურთელი გაბრიელ აგბონლაჰორი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბრაიტონის" (1:3) მატჩს გამოეხმაურა. "ასტონ ვილას" ყოფილმა ფორვარდმა "წითელი ეშმაკები" გააკრიტიკა.

"სიმართლე გითხრათ, მეგონა სავარჯიშო მატჩს ვუყურებდი, "ბრაიტონს" დაცვიდან ამოსვლა საერთოდ არ უჭირდა, მომენტებსაც მარტივად ქმნიდნენ, კაზემირო სირბილისას 45 წლის კაცს ჰგავს, ამ შეხვედრაში იმდენაც ცუდი იყო, რომ ტენ ჰაგი იძულებული გახდა მის ნაცვლად 18 წლის ჰანიბალ მეჟრბი შემოეყვანა.

ალბათ, მოედანზე ლისანდრო მარტინესის ნაცვლად, რომ ჰარი მაგუაიერი გვეხილა, დღეს ყველა ინგლისელ მცველს გააკრიტიკებდა", - განაცხადა აგბონლაჰორმა.

5 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის
სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტენ ჰააგის ხელში კიდე კარგად თამაშობს კაზე.სერ ალექსი ყოველთვის ახერხებდა გუნდის “ბანდად” შეკვრას და შედეგებიც სახეზე იყო. ეხლა ვინ რას თამაშობს ღმერთმა უწყის
BOSS
14:42 18-09-2023
1

სიახლეები პოპულარული