თურქეთის ნაკრების მწვრთნელად ვინჩენცო მონტელა დანიშნეს, - ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება.
მონტელას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ის ბოლოს "ადანა დემირსპორის" თავკაცი იყო.
მონტელა შტეფან კუნტცს შეცვლის, რომელიც იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში დამარცხების (2:4) შემდეგ გადააყენეს.