"ყველაზე გულისამრევი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ" - რა თქვა ჟუნინიომ გარსიაზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას "პარტენოპეის" რიგებში წარმატებული სტარტი არ გამოუვიდა, ნეაპოლური კლუბი სერია A-ში ქულებს კარგავს, იტალიური პრესის ცნობით, მისი მუშაობით უკმაყოფილოა თავად კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც.

გარსია სხვადასხვა დროს "სენტ ეტიენს, "ლე მანს", დიჟონს", "ლილსა" და "ლიონს" წვრთნიდა, სწორედ ამ უკანასკნელის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიო პერნამბუკანომ მას ყველაზე გულისამრევი ადამიანი უწოდა, ვინც კი ფეხბურთში შეხვედრია.

"დიდხანს ვფიქრობდი, მესაუბრა თუ არა გარსიაზე. უბრალოდ იმიტომ, რომ მისი სახელის წარმოთქმაც კი ცუდ განწყობაზე მაყენებს. დამიჯერეთ, გარსია ყველაზე გულისამრევი ადამიანია, ვინც
კი ფეხბურთში შემხვედრია. კოლექტივის მართვას მხოლოდ შიშის დანერგვით ახერხებს. მისთვის წარმატება და გასახდელში ჯანსაღი ურთიერთობები მეორეხარისხოვანია.

ყოველთვის ცდილობს გავლენიან ხალხს ასიამოვნოს", - ამბობდა ჟუნინიო.

მომზადებულია Talksport-ის მიხედვით (გამოქვეყნდა 2023 წლის 5 იანვარს)

altჟუნინიომ ნეიმარის სიხარბესა და ბრაზილიელთა კულტურულ სიძუნწეზე ისაუბრა

altრა დროის დათმობას აპირებს გარსია ხვიჩასთვის? - "ნაპოლის" ზედიზედ მესამე სტუმრობა და სტაბილურობის სურვილი

altრუდი გარსია: ხვიჩას საუკეთესოდ სათამაშოდ დრო სჭირდება

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხციჩას ხელა მო---და, სად ახსენა ხვიჩა ჟუნინიომ? ან ყანწი და სადღეგრძელოები.
ზურას
23 სექტემბერი 2023 19:37
1
ანუ ვინც ხვიჩას სადღეგრძელოს ყანწით არ სვამს და ლექსებს არ უძღვნის, იმას ჩაქოლვა ? და ხვიჩა რომ ძველებურად ვერ თამაშობს ?
ზურა
23 სექტემბერი 2023 14:43
3
ხოდა სწორედ ეგაა ნაპოლის ასეთი თამაშის იმზეზი.ეს კაცი არ უნდა მოეყვანათ.
გეგი
23 სექტემბერი 2023 14:36
1
ჟუნინიო დიდებული ფეხბურთელი იყო-ვისაც არ გახსოვთ ნახეთ იუთუბზე მისი გოლები. ადამიანიც სამართლიანი ყოფილა. გარსია მართლა ბანძია-მაგრამ ხვიჩას ხელის ჩაქნევას ურჩევნია მოუმატოს-რადგან უარესი თამაში პირადად მას დააზარალებს რადგან მისი ფასი დაეცემა. ასე რომ ჯიბრში ჩადგომა არ უღირს არც ლაურენტისთან და არც გარსიასთან
ბიჭს ეტყობა რომ საკუთარი თავის რწმენა დაკარგული აქვს-იშვიათად ამწვავებს თამაშს, კარში დარტყმას ვერ ბედავს-ეს ფსიქოლოგიური პრობლემებია ასეთივე პერიოდი ქონდა ბოლოს რუბინში სანამ ბათუმში გადმოვიდოდა
და კიდევ ერთი ნაკლი რაც ხვიჩას აქამდეც ქონდა წინა სეზონშიც-ცუდად იხსნება და უბურთოდ თავისუფალ ადგილს იშვიათად ეძებს -ნაწილობრივ პასსაც ხანდახან ამის გამო არ აძლევენ-ბოლო თანაშში ჯენოასთანაც იყო ასეთი სიტუაცია, როცა ცენტრის ხაზთან იდგა მეორე ტაიმში, ლობოდკამ ბურთი წამოიღო-წინ ტლი მეტოქის ნახევარი ცარიელი სივრცე ქონდა, მაგრამ არ გაიქცა და არც უცდია გახსნა
თუ მისთვის კარგი გვინდა ხანდახან სიმართლეც უნდა ვთქვათ და ნაკლზე მივუთითოთ-სხვა მხრივ უაღრესად მოაზროვნე, ტექნიკური და ინტელექტუალური მოთამაშეა და ამ ბრილიანტს შველა უნდა რომ ძუნწი დე ლაურენტისის ხელში არ ჩაქრეს და საუკეთესო წლები ამ სოფლის გუნდში არ გაატაროს
ჯუღელი მაგარიაო-ასეთი კაბალური კონტრაქტით სხვა აგენტიც გაყიდდა ხვიჩას, თუ მაგარია უშველოს და მაგ ახვარი ბიზნესმენის კლანჭებიდან დაიხსნას
inviz9
23 სექტემბერი 2023 10:51
1
გულისამრევთუხუცესი!
საქართველოს მტრებს სიკვდილი!
22 სექტემბერი 2023 22:59
3
ისევ ვიმეორებ ეს ტიპი პირევლი წრის დასრულებასაც ვერ მოასწრებს.
რიკი
22 სექტემბერი 2023 21:59
1
აბა უპოვრებო ხვიჩას თამაში თუ გინახავთ ნაპოლში სტადიონზე?მაგრამ ეს ხომ თქვენთვის ხელმიუწვდომელია…
ნეაპოლი
22 სექტემბერი 2023 20:53
6
ლაურენტისი და გარსია ერთად ცდილობენ კვარას გატეხვას მენტალურად,გაუძელი ხვიჩა❤️
ბექა
22 სექტემბერი 2023 18:07
6
აი რა სისულელეს წერ :დდ რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს თავისი ბიზნესიდან ისეთი აქტივის ფასის დაცემა რომლის გაყიდვა 80-100 მილიონად შეიძლება? კვარა თუ არ ათამაშეს ან მის ფსიქოლოგიის გაურესებაზე იზნრუნეს სეზონის ბოლოს მისი ფასი განახევრდება.

რიკი
22 სექტემბერი 2023 21:58
10
ზუსტად ერთნაირი ტიპები არიან ეს და ლაურენტისი,ფერი ფერსა!!!!
ირაკლი
22 სექტემბერი 2023 16:25
2
ლაურენტესს კი ევასება ქლესა ადამიანები ვინც ერთ ადგილას აკოცებს და უგებენ ჯერ ერთმანეთს, სანამ გუნდის ცუდი თამაში არ ამოვა ყელში
ტიპი
22 სექტემბერი 2023 16:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული