"ვფიქრობ, არ შეიძლება ფეხბურთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან გამოვყოთ. თუ ევროკავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს, თუ უამრავი კომპანია სპეციალურ წესებს იღებს - შეუძლებელია საფეხბურთო სამყარო განსხვავებულად იქცეოდეს. ძალიან მიჭირს იმ ადამიანების გაგება, რომლებიც ამ ნაბიჯს იწონებენ, თითქოს არაფერი ხდებოდეს. განსაკუთრებით ძნელია პორტუგალიური კლუბების ყურება, რომლებიც რეალური პრობლემის მიმართ ინდეფერენტულები არიან. "ბრაგა" ძალიან მომწონს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული დავრჩი. ცხოვრებაში ფულზე უფრო მნიშვნელოვანი ბევრი
ვიტორ ტორმენა "კრასნოდარში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა. ბრაზილიელის სანაცვლოდ "კრასნოდარმა" "ბრაგას" 3 მილიონი ევრო გადაუხადა. ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.