"აიაქსის" სპორტული დირექტორი გადააყენეს, რომელმაც მიქაუტაძის ტრანსფერი განახორციელა

AutoSharing Option
"აიაქსის" სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი სეზონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ გადააყენეს.

"აიაქსი" გერმანელის სამუშაოდან დათხოვნის მიზეზად იმას ასახელებს, რომ მას კლუბში მხარდაჭერა არ ჰქონდა და ეს დაკავშირებული არაა ოთხშაბათს დაწყებულ სატრანსფერო გამოძიებასთან.

მისლინტატი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად მარკ ოვერმარსის ნაცვლად 19 მაისს დანიშნეს. ამსტერდამული კლუბის დროებითი სპორტული დირექტორი იან ვან ჰალსტი იქნება.

როგორც იცით, გუშინ "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" მატჩი ფანების მიერ მოედანზე ფოიერვერკების სროლის გამო ჩაიშალა, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ იმის გამო, რომ მათი გუნდი სახლში 0:3 მარცხდებოდა.

"ტელეგრაფი" აღნიშნავდა, რომ მისლინტატმა გუნდის
გასაძლიერებლად 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამ ფეხბურთელების (იოსიპ სუტალოს, გიორგი მიქაუტაძის, კარლოს ფორბსის, გოსტონ ავილას და ჩუბა აკპომის) რეალური ღირებულებაა. სწორედ ის იყო გიორგი მიქაუტაძის "აიაქსში" გადაყვანის ინიციატორი და ნიდერლანდური მედიის მტკიცებით, ეს მწვრთნელის სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთა.

მიქაუტაძეს "აიაქსში" სათამაშო დრო ისედაც არ ეძლეოდა და შეიძლება მისლინტატის გათავისუფლება მისთვის კარგი არ იყოს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მიქაუტაძეს თუ არ ათამშებენ სკამიდან ვერ მოუტანს აიაქსს სარგებელს!
aburjga
09:00 25-09-2023
0
რა სისულელე ქნა ეს გიომ. როგორ ვერ გამოიძია ცოტა რა ხდებოდა კლუბში. აგენტი რას ფიქრობდა.
ლომი
03:33 25-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული