აივან ტოუნისთვის ლონდონური კლუბები იბრძოლებენ

AutoSharing Option
"ბრენტფორდის" ცენტრფორვარდი აივან ტოუნი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს შეიცვლის. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, მისი დამატებისთვის "ტოტენჰემი", "არსენალი" და "ჩელსი" იბრძოლებენ.

თავად მოთამაშეს ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადასვლა სურს, რაც "მეთოფეთათვის" დამატებითი უპირატესობაა.

მოგეხსენებათ, 27 წლის ფეხბურთელი გასული სეზონის ბოლოს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფსონების განთავსებასთან დაკავშირებით ფეხბურთს 8 თვით ჩამოაშორეს. დადგინდა, რომ მოთამაშემ 200-ზე მეტი ფსონი გააკეთა.

ამრიგად, ტოუნი მოედანს იანვარში დაუბრუნდება, თუმცა რომელი გუნდის მაისურით, ჯერჯერობით უცნობია...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული