Marca: ხაბი ალონსო მომდევნო სეზონში "რეალს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
ხაბი ალონსო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალს" ჩაიბარებს. ამის შესახებ Radio Marca იტყობინება.

მოგეხსენებათ, ზაფხულში კარლო ანჩელოტი "ბლანკოსს" დატოვებს და ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კი მის შემცვლელად ესპანელი სპეციალისტი აირჩია.

გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ალონსოს გადაბირებით "ბაიერნიც" ინტერესდებოდა, ხაბიმ არჩევანი "რეალზე" შეაჩერა.

შეგახსენებთ, ალონსოს გაწვრთნილი "ლევერკუზენი" მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება, "წითლები" ბუნდესლიგაში 13 ქულით მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად პირველ ადგილს იყოფს.

altხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს

altხაბი ალონსო: არავინ იცის ფეხბურთი მის მსგავსად,

2019 წელს საუკეთესო მწვრთნელი კი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული