"უკვე დიდი ხანია მე ევროპული ორგანიზაციების აღარ მჯერა. არც ფიფასი და არც უეფასი. არ მჯერა მათი, რადგან ისინი საკუთარ დებულებას არ იცავენ.
როდესაც მე ვიგებ, რომ ვინმე ჩვენი ქვეყნის გუნდის გამოსვლის წინააღმდეგია, მეცინება. მაჩვენეთ დებულებაში ის ადგილი, რაზე დაყრდნობითაც ისინი ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან. თუ უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის და ინგლისის ლოგიკას დავუჯერებთ, მუდმივად უარყოფითი
მითხარით, რატომ გვაღელვებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჩვენ წინააღმდეგ გამოდის? წაიკითხეთ, რომ ზოგიერთ ტურნირზე დროშის და ჰიმნის გარეშე გამოვალთ? და რაში გვჭირდება ჩვენ ეს?
პოზდნიაკოვმა ცხადად განაცხადა, რომ ჩვენ ჰიმნის და დროშის გარეშე არსად არ გამოვალთ და თანხასაც არ შევიტანთ ამ ორგანიზაციებში.
ნუთუ არ შეიძლება ამ საკითხის შესახებ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩავატაროთ? დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი ამის წინააღმდეგი იქნება. არ შეიძლება ნაციონალური ფაქტორის და ნიშნების დამცირება. მე დიდი ხანია ვამბობ რომ ამ ტურნირებში მონაწილეობაზე უარი უნდა ვთქვათ, რომ ტომას ბახი ავატიროთ.
სამარცხვინო იქნება თეთრი დროშის ქვეშ გამოსვლა, ჩვენ უნდა ვუთხრათ ფიფას და უეფას: "ჯანდაბაში წასულხართ". ჩვენ აზიის კონფედერაციაში უნდა გავერთიანდეთ და რაც გვინდა, ის გავაკეთოთ. ჩვენ რუსეთი ვართ და კვერცხები უნდა ვაჩვენოთ", - თქვა კავაზაშვილმა.