
ფრანგის თქმით, იგი ლუის ენრიკეს კარგად იცნობს და ფიქრობს, რომ მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა.
"ლუის ენრიკეს კარგად ვიცნობ, მასთან ერთად "ბარსელონაში" ვთამაშობდი და ვიცი, რომ ზედმეტად ამაყია. ყოველთვის დიდი ეგო ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასეთია.
ვფიქრობ, მესისა და ნეიმარის წასვლით პსჟ დასუსტდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს, მათგან სუპერვარსკვლავი არცერთი არ გახლავთ", - განაცხადა დიუგარმა.