"ჩემს გუნდთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს... რუის აგენტი ტირილს აგრძელებს..." - რა თქვა გარსიამ "ფიორენტინასთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
ხვალ, 8 ოქტომბერს, სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

"გუნდს ვთხოვე, რომ ზედიზედ მე-3 მატჩში გავიმარჯვოთ. "ფიორენტინამ" სეზონი კარგად დაიწყო, მათ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ.

ძალიან რთულ მატჩს ველოდები, თუმცა სახლში ვთამაშობთ და 3 ქულა აუცილებლად უნდა ავიღოთ.

რას ვიტყვი რუის აგენტის განცხადებაზე? თუ მას ყოველთვის ვუპასუხებ, ტირილს გააგრძელებს. მარიოს ყველაფერი შესანიშნავად ესმის, ის თავისი აგენტის განცხადებებს არ იზიარებს. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ის ჩემი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

ლინდსტრომი
გვიან შემოგვიერთდა. მოგეხსენებათ, "ნაპოლი" "აინტრახტისგან" სრულიად განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობს. მას მოქმედება ორივე ფლანგზე, ასევე ფორვარდის უკანაც შეუძლია. მას დრო სჭირდება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ადაპტაცია წარმატებით გაიაროს", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altრუდი გარსია: "კვარა" ბედნიერი და უნიკალურია - "რეალთან" წარმატების ურიგო შანსი არ გვექნება

altრუდი გარსია: კვარაცხელია უნიკალურია, ასეთი ფეხბურთელები ბევრი არაა

მკითხველის კომენტარები / 2 /
რავა, არ უნდათ და თხოვნა დაჭირდა?
გიორგი
22:44 08-10-2023
0
გუნდს ვთხოვე რომ გავიმარჯვოთო, რას ქვია თხოვე, ადრე თქვა გოლის გატანა თვითმიზანი არ უნდა იყოსო, რაღაც ვერ არის გარსიასთან ყველაფერი რიგზე
ბადრი
10:48 08-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული