წყაროს ცნობით, პორტუგალიელ ფეხბურთელს ამჟამინდელი კლუბის დატოვება სურს, თავის მხრივ, "ვულვზი" მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.
"არსენალი" ბუკაიო საკას შემცვლელს ეძებს, ხოლო "იუნაიტედი", დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯეიდონ სანჩოს დაემშვიდობება.
შეგახსენებთ, ნეტუმ მიმდინარე სეზონში "ვულვერჰემპტონის" მაისურით ჯამში 7 მატჩი ჩაატარა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.